პოლიტიკა
ახალგორში ლარის გამოყენება აიკრძალება

axalgori15 იანვრიდან ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე ლარის მიმოქცევა შეწყდება, განაცხადა ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა "კავკაზსკი უზელთან" საუბრისას."უახლოესი ორი დღის განმავლობაში მაღაზიების მეპატრონეები ოფიციალურ შეტყობინებებს მიიღებენ სათანადო მითითებებით. პროდუქტების ფასების რუსულ რუბლში ჩვენება სავალდებულო იქნება. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაღაზიის მფლობელი საგადასახადო ინსპექციის მიერ დაჯარიმდება მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით", – განაცხადა ჯუსოევმა. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ახალგორის ტერიტორიაზე ლარის აკრძალვის თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაჩნდა.