საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია მოსკოვთან ნდობის ატმოსფეროს გაუმჯობესება, თუკი დაარწმუნებს ნატოს, შეაჩეროს გაფართოება და თავისი ჯარები რუსეთის საზღვრებიდან გაიყვანოს. ამგვარი ნაბიჯი ევროპაში დაძაბულობის ერთგვარ განმუხტვამდე მიგვიყვანდა“, - განაცხადა Associated Press-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ამჟამად, როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი მხოლოდ იმას ხედავს, რომ „ნატოს კუნთები სულ უფრო ეზრდება და რუსეთის საზღვრებს უახლოვდება“.
ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ მოელის ვაშინგტონთან ერთიერთობის გაუმჯობესებას ორ კვირაში, რომ უთანხმოებას რუსეთსა და აშშ-ს შორის თავიდან ვერ ავიცილებთ, თუმცა, კონსტრუქციული დიალოგის წყალობით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება შეიძლება.
პესკოვმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთში ჯერ არ მიუწვევიათ და ამ უკანასკნელის მიერ თანამდებობის დაკავებამდე პუტინსა და ტრამპს შორის რაიმე კონტაქტი არ იგეგმება.