რელიგია
ალავერდში ახალი ფრესკა აღმოაჩინეს

alaverdis-kompleqsiრადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ფრესკაზე, რომელიც იოსებ ალავერდელის საფლავის თავზეა, სავარაუდოდ, წმიდა გიორგია გამოსახული.

ჯერჯერობით არ დადგენილა ფრესკის შექმნის დრო. არსებობს ვერსია, რომ ის ალავერდის აგების პერიოდს, XI საუკუნეს ემთხვევა; მეორე ვერსიით კი – XV-XVI საუკუნეებისაა.

ახალ ფრესკაზე წმინდანი ხმლითა და მოსასხამითაა წარმოდგენილი. ფრესკა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია. ფრესკის მდებარეობამ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ის ფაქტი, რომ ღირსი მამა იოსებ ალავერდელი სწორედ ალავერდის სამონასტრო კომპლექსშია დაკრძალული.