უცხოეთი
ამ „პასაჟირმა“ კიდევ ერთხელ ჩაისვარა! – მედვედევმა სააკაშვილის გადადგომას კომენტარი გაუკეთა

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „ვიტყვი უბრალოდ, რუსულად: ამ „პასაჟირმა“ კიდევ ერთხელ ჩაისვარა, რასაც ჰქვია. სამწუხაროდ, უკრაინისთვის, რომელსაც, ალბათ, ოდესის ოლქის აყვავების იმედი ჰქონდა ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ადამიანის მოსვლით, შედეგი ნულოვანი კი არა, უარყოფითია და აქ მეტი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა რფ–ის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გასულ პარასკევს, ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.

 „ამ კაცის კარიერა საქართველოში დასრულდა და უკრაინაშიც, როგორც ჩანს, ასე ხდება“, – დასძინა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გასულ კვირას ბევრ გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, რუსეთის ხელმძღვანელობის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი კეციანთან, ასევე რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის ვიზიტს ახლო აღმოსავლეთში, აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებს. „ამიტომ ამ ფონზე ოდესის ოლქის გუბერნატორის გათავისუფლება მაინცდამაინც მნიშვნელოვან მოვლენად არ გამოიყურება“, – განაცხადა მედვედევმა.