საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. 129 000–ზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა აშშ–ს კონგრესისადმი მიმართულ პეტიციას, მორიგ სხდომაზე შეკრებისა და ჯორჯ სოროსისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის საშუალების წართმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კენჭისყრისთვის ტექნოლოგიების მწარმოებელიკომპანიის გენერალურ დირექტორ მელოკ ბრაუნს მჭიდრო კავშირები აქვს ცნობილ ფინანსისტ–სპეკულანტთან.
საგულისხმოა, რომ თავად ჯორჯ სოროსი არაერთხელ იქნა შემჩნეული დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაში, რაც, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სოროსის სტრუქტურის სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ „ფერადი რევოლუციების“ ფინანსისტი და სპონსორი ამერიკელ მოქალაქეთა ნების გამოხატვის ობიექტურობაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.