საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაციას - „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა ასოციაციის თავმჯდომარესთან მაია კვეზერელი-კოპაძესთან ერთად ვეტერანთა 32 ოჯახს ტანსაცმელი და პროდუქტები გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაციას - “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოქტომბერში გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ასოციაციის საქველმოქმედო აქციების საშუალებით ვეტერანთა სოციალური, მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, კონკრეტულად კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და შეჭირვებული ვეტერანების ეტლებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. მსგავსი აქტივობების გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.