სამართალი
80 წლამდე ასაკის ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისივე შვილი დააკავეს

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

 მეზობლების ინფორმაციით, მათ ქალის ყვირილი შემოესმათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

 "ყვირილი ისმოდა და კარის მეზობელმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. მალევე მოვიდნენ სამართალდამცავები და მისივე შვილი დააკავეს. მთელი სოფელი გაოგნებული ვართ", -  აცხადებენ აფენის მცხოვრებლები.