სამართალი
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მ. . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა.