სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

   საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს პენიტენციური სისტემის რუსთავის N16 დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს მისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.