პოლიტიკა
სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა და ბურჯანაძესთან გადავიდა

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გუბაზ სანკიძე პარტიის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

 „ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დავტოვო ქართული პოლიტიკა. პირიქით, მე ვრჩები, მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია. ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიღმა დარჩენილ ოპოზიცურ სპექტრს აქვს სერიოზული გამოწვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას, შეფასებას, საკითხების გადახალისებას.  მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 „ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, სადაც აირჩიეს ახალი პარლამენტი, ქვეყანამ მიიღო დე იურედ ორპარტიული სისტემა, მაგრამ სინამდვილეში, დე ფაქტოდ ეს არის ერთპარტიული სისტემა. ჩემი აზრით, ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა... ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომელიც უშუალოდ შეგვეხება ჩვენ“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

 საქინფორმი: „ეროვნული ფორუმი“ – არც პირველი და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი პარტიაა, რომელმაც არსებობა შეწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი ლიდერის წასვლის გამო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათგან ზოგიერთი მათგანი ამასთან კარდინალურად იცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას და უერთდება თავის გუშინდელ „მოწინააღმდეგეებს“.

 ასე დაემართა რუსოფობ – „პროდასავლელ“ სანიკიძეს, რომელიც ნინო ბურჯანაძის „პრორუსულ“ პარტიაში გადავიდა, აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, თუმცა ბურჯანაძე სანიკიძის მეტოქე არასოდეს ყოფილა, მეტიც – ისინი ნათესავები არიან.