უცხოეთი
არჩევნები აშშ–ში – ბარაკ ობამა ტრამპისთვის ხელისუფლების გადასაცემად ემზადება

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა რვა წლის წინ, ეს იყოს ხელისუფლების  ეფექტური  გადაცემი პროცესი, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

 მისივე თქმით,  ხელისუფლების  მშვიდობიანი გადაცემა არის ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს.

 ”მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გვქონდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა  ეფექტურად მომხდარიყო. პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ -  ხელისუფლების ეფექტური გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის. ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ”, - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

 მისივე თქმით, სწორედ ამ გზით მიდის ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 240 წელია.

 „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ჩვენ მართლები ვართ, თუ დავმარცხდით, ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე, ვაანალიზებთ, ჭრილობებს ვიშუშებთ, ბრძლისთვის ვემზადებით და უფრო ძლიერად ვიბრძვით. ჩვენ წინ მივიწევთ იმითი, რომ გვწამს. ეს აღქმა, ეს რწმენა გახლავთ ეფექტური, ცოცხალი დემოკრატიის მახასიათებელი და ასე მიდის ეს ქვეყანა წინ, 240 წელია“,-აღნიშნა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

 ამასთან, ამერიკის მოქმედა პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 "მე ნამდვილად ვამაყობ ჰილარი კლინტონით. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა საჯარო სამსახურში, იყო სენატორი, სახელმწიფო მდივანი. მისი ბრძოლა იყო ისტორიული მომენტი, რომ ამ ქვეყნის ყველა ქალს შეუძლია მსგავსი დონის მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააგრძელებენ საქმიანობას მსოფლიოს საკეთილდღეოდ",-აღნიშნა ბარაკ ობამამ.

 აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ დონალდ ტრამპისთვის ხელისუფლების წარმატებულ გადაცემას უზრუნველყოფს.

 “მე დავავალე ჩემს გუნდს, მისდიონ პრეზიდენტ ბუშის გუნდის რვა წლის წინანდელ მაგალითს და იმუშაონ იმისთვის, რომ არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფების წარმატებული გადაცემა უზრუნველყონ, რადგან ახლა ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ მის წარმატებას ქვეყნის გაერთიანებაში და მართვაში",-აღნიშნა ობამამ.

 ბარაკ ობამას თქმით, საიდუმლო არ არის, რომ მასსა და ახალარჩეულ პრეზიდენტს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობები არსებობს.

 ბარაკ ობამამ ასევე დადასტურა, რომ 10 ნოემბერს თეთრს სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.