სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს.

გოჩა დევაძემ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.