აქტუალური
ეკონომიკის სამინისტრო: "ამჟამად ვყიდით თვალის კლინიკას"

auction325 იანვარს, 17 საათზე, თვალის სნეულებათა კლინიკა "მზერას" აუქციონი გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი იქნება თვალის სნეულებათა კლინიკა ,,მზერას" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი.

ობიექტის საწყისი ფასი 380 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებულია, კლინიკას სამედიცინო პროფილი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს იმართება თბილისის გინეკოლოგიური კლინიკის აუქციონი, სადაც ასევე 100%–იანი წილი იყიდება.

თვალის კლინიკის პერსონალი უკვე ალაპარაკდა მოსალოდნელ უმუშევრობაზე და უკვე არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს უმუშევრთა რაოდენობას მალე ამ კლინიკების ექიმების დიდი ტალღა შეუერთდეს.