პოლიტიკა
ნატო - საქართველოს სწავლება 2016 დაიწყო

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ნატო-ს წევრი 11 და 2 პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნაში სულ 250 სამხედროა ჩართული. მას, პირველად ნატო-საქართველოს სწავლებების ისტორიაში, საქართველოს გენშტაბი უხელმძღვანელებს. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების მიზნად კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მოქმედებები და ნატო-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა სახელდება.

ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი პროექტია.