პოლიტიკა
რატომ ამცირებს წვინტლიანი სააკაშვილი საქართველოს და იტყუება, უკრაინა მიყვარსო - საქინფორმი

   საქართველო,11 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილი წვინტლიანიდროიდან ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სძულს პუტინი და რუსეთი - იმდენად, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზეც კი ყველა კლინტონს გულშემატკივრობდა. მაგრამ "ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც კი არ უთქვამთ უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ქვეყნიდან არ გაქცეულან და სამშობლოსთვის არ უღალატიათ - ისე , როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა! რამდენიმე ყოფილ მაღალი თანამდებობის ბოროტმოქმედ ძალოვანს თუ არ ჩავთვლით...

 8 ნოემბერს ოდესიდან გასამგზავრებლად გამზადებული თავლაფდასხმული სამშობლოს მოღალატე მიშკა სააკოვი ბიბლიოთეკის დაუმთავრებელ შენობაში,  მედიის თანდასწრებით დაემშვიდობა საზოგადოებას, უკრაინის მოქმედი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ პოროშენკოს მისამართით წყევლა-კრულვა გაგზავნა თან ბოლომდე „ჩაუშვა“და საქართველოს მიმართ ცრუ და სამარცხვინო განცხადებები გააკეთა (ვიდეო იხ. აქ):

 "ოდესა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ლამაზი ქალაქია! ამ ქალაქს მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი გამოუყენებელი პოტენციალი აქვს! ბათუმს ოდესაზე ასჯერ ნაკლები პოტენციალი აქვს! სად ბათუმი და სად - ოდესა! ბათუმი არც გაუგონია ვინმეს... მე როცა ბათუმის განვითარებას ვიწყებდი, ის ერთი გუდამშიერი პატარა სოფელი იყო! ბათუმი ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ განვავითარეთ, რაც მე თბილისი კორუფციისაგან, ბანდიტებისაგან, უწესრიგობისა და “ბარდაგისაგან” გავათავისუფლე!" - სახეზე ცინგლებს იგლესდა სააკაშვილი და თავისი სამშობლოს უძველეს დედაქალაქს “ბარდაგს” ეძახდა! საქართველოს მოსახლეობა კი გაოცებული იხსენებდა, რომ პრეზიდენტობის წლებში მიშა  მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქს ბათუმს უწოდებდა - ქალაქს ყველაზე უფრო დიდი გამოუყენებელი პოტენციალით, "მეორე დუბაის"...

 "საქართველოში მე გაცილებით ნაკლები ხარისხისა და ღირებულების ათასობით ისტორიული შენობა აღვადგინე, ვიდრე რუსოვის სახლია! საქართველოში რუსოვის სახლის მსგავსი ხარისხის არცერთი შენობა არ არის!" - ელაქუცებოდა ოდესელებს უმეცარი იდიოტი სააკაშვილი და, როგორც ყოველთვის, ხან ერთ ხელს ისვამდა წვინტლიან ცხვირზე, ხან მეორეს.

 "აქ ევროპის საუკეთესო ინტელიგენციაა! აქ ევროპის საუკეთესო კულტურული ცენტრია!" - ისტერიკობდა წვინტლიანი მიშა, ჩვენ კი ვიხსენებდით, როგორ დარბოდა ის ქვემო ქართლში ამოთხრილი პირველყოფილი ადამიანების თავის ქალებით ხელში და იფიცებოდა, რომ ეს პირველი ევროპელებია - ზეზვა და მზია, და მაშასადამე, საქართველო - ევროპის აკვანია!

 "პოროშენკოს ვუთხარი, როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები საქართველოში, იქ დაბრუნებას არ ვაპირებ-მეთქი!" - ნახეთ და მოისმინეთ ეს 38-ე წუთზე, "ნაცმოძრაობის" ლიდერებო და 500 000 ამომრჩეველო, ვინც ხმა მიეცით მიშას იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა! ის ხომ ვიდეომიმართვებში გამუდმებით გპირდებოდათ, დავბრუნდებიო: ჯერ - ამ დღეებში, მერე - არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ კი - უეჭველად!..

 "საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ საკადრო შემადგენლობის დონით ის უკრაინასთან შედარებით გაცილებით უფრო სუსტია, გაააცილებით! აქ - განათლების, წინ წაწეულობის, ღიაობის, კანონმორჩილების დონეა! ადამიანებმა კონკრეტული საქმის კეთება იციან! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამანებს საკუთარი ხელით კონკრეტული საქმის კეთება შეუძლიათ! უკრაინაში ადამიანები შრომისმოყვარენი, თავმდაბლები არიან, უბრალოდ, ოქროს ხალხია, ოქროს ხელები აქვთ, ოქროს ტვინი!" - კარგად გესმით, ქართველებო, თურმე, როგორი უვარგისები, ჩლუნგები, ხულიგნები და არაფრის მაქნისები ყოფილხართ უკრაინელებთან შედარებით?!

 P.S. სააკაშვილი წვინტლიანი  -  დიდი მსახიობია და ახლაც ჩინებულად გაითამაშა უსამართლობის მსხვერპლის როლი, მაგრამ ერთადერთი, რაც ბუნებრივი ჰქონდა - შიში! აკანკალებული ხმა, გამშრალი პირი, ჟარგონული სიტყვები და მოჩვენებითი მოურიდებლობა, სულმოუთქმელად სვამს წყალს, თმაგაწეწილი თვალებს აქეთ-იქით აცეცებს - ეს  საქართველოში ექსტრადიციის შიშია, თბილისის №8 ციხის „სედმოი - ვტოროი“ კამერაში, სადაც მისი ბრძანებით  ადამიანებს არაადამიანურად აწამებდნენ და ამას მისთვის ვიდეოზე იწერდნენ...