უცხოეთი
აშშ–ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაკფოლმა პუტინი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომრფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმატებით ჩაერია აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებში.

 „პუტინი ჩაერია ჩვენს არჩევნებში და წარმატებაც მოიპოვა. ყოჩაღ!“, – დაწერა მაკფოლმა თვითერზე. ამასთან, ბოლო სიტყვა რუსულად იყო დაწერილი.

 მოგვიანებით მაკფოლმა ეს პოსტი წაშალა.

 მოკლე ხანში მაკფოლმა ახალი პოსტი დაწერა თვითერზე და სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვლადიმერ ჟირინოვსკის, RT-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს და Sputnik-ს ტრამპის გამარჯვება მიულოცა.