აქტუალური
მაიკლ პენსი: ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ეს ისტორიული დღეა, ამერიკელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა.

 პენსის თქმით, მისთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ემსახუროს.

 აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

 აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს.

 აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

 დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.