პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის წევრები საქართველოდან გახიზნა

ivanishგავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა საქართველოში ყველა პროექტი შეაჩერა, რასაც აქამდე ახორციელებდა. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის უკიდურესი შევიწროვება გახდა.ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი თანხა მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად აფინანსებდა. როგორც მასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, "სააკაშვილის კეთილგანწყობისა და სიყვარულისთვის" ივანიშვილმა ასეულობით მილიონი დოლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილი მას სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას სთხოვდა. მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სპორტის სასახლეში გამართული წინასაარჩევნო პიარ-აქცია ბიძინა ივანიშვილს 1 მილიონი დოლარი დაუჯდა.

შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ამის გადამოწმება იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ ხერხდება, რომ ივანიშვილითან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირება როგორც ყოველთვის შეუძლებელია.