საზოგადოება
სააკაშვილი: ყელში გაგეჩხირებათ ეგ მწვადები!

  საქართველო. 10 ნოემბერი. საქინფორმი. სააკაშვილი გააცოფა მწვადებით გაცილებამ, რომელიც ოდესელებმა მოუწყვეს, რის შესახებაც გუშინ იტყობინებოდა საქინფორმი. "მინდა გითხრათ, რომ ყელში გაგეჩხირებათ ეგ მწვადები. კიევში მივდივარ არა უბრალოდ უკრაინის გასათავისუფლებლად, ოდესასაც გავათავისუფლებ! ყველა ბანდიტს მივაბრძანებთ ოდესიდან! ამ რადას, ადმინისტრაციას და მინისტრთა კაბინეტსაც გავყრით,  და მაშინ ოდესაში წესრიგს დავამყარებთ!" - მოჰყავს სააკაშვილის სიტყვები ტელეარხ НТВ-ს.