პოლიტიკა
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლს" ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს

muxli-42არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ოფისში საზოგადოებისთვის ორგანიზაციის ახალი გამგეობის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის წარდგინება გაიმართა.

მომავალი ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციას უხელმძღვანელებს თამარ გაბისონია, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლს” მანამდე ადვოკატი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობდა.

„ორგანიზაციის მმართველობაში მიმდინარე ცვლილებები ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებზე არ აისახება და მთავარ ამოცანად კვლავ ადამიანის უფლებების დაცვა რჩება’’, - აცხადებენ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ახალი ხელმძღვანელები.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს თამარ გაბისონიამ განუცხადა, „ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრება და მათი განხორციელებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობა“.