საზოგადოება
ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით მთავრობა საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა, ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებიასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

 ამ თემაზე 8 ნოემბრის ბრიფინგზე განცხადება გააკეთა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 “2018 წლიდან ტექდათვალიერება სავალდებლო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ”, - აღნიშნა მინისტრმა.

 პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.