საზოგადოება
ენერგეტიკის მინისტრი: დენის ტარიფის შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი აცხადებს.

 როგორც ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიების მიერ ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის მოთხოვნა არის პროცედურა, რომელიც გაწერილია სემეკ-ის პროცედურებში.

 „რაიმე წინაპირობას იმისა, რომ ტარიფი შეიცვალოს, ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ელოშვილმა.