სამართალი
სირიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილის გარემოცვის წევრი იყო

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი.  სირიაში გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის თაობაზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი  სირიაში 2013 წლიდან იმყოფება.

 გავრცელებული ცნობით, ის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ახლო გარემოცვაში იყო. ხანგოშვილი საბრძოლო შეტაკებების დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი სამძიმარს უკვე იღებს.

 ეს პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე მეოცე შემთხვევაა.