სამართალი
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

 „დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ტაციაობა იქნება ქვეყნებს შორის, სად მოიხადოს სასჯელი და იმ სასჯელის მოხდის შემდეგ, რომელ ქვეყანას გადასცენ შემდეგი სასჯელის მოსახდელად. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 მისივე თქმით, ბევრი დრო არ არის დარჩენილი, როცა უკრაინაშიც დაიწყება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

 რაც შეეხება ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, როგორც სუბარმა აღნიშნა: ის იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა. მან ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებდა მეორეშიც. ჩააფლავა ყველაფერი, რასაც გაეკარა. მისი მიზეზით მოხდა საქართველოს 20%-ის დაკარგვა და შემდეგ ამის აღიარება რუსეთის მიერ“.