სამართალი
შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი.  შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა .. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ამოღებულია, ასევე, მეტადონის შემცველი 8 აბი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.