საზოგადოება
სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის იძულებას ითვალისწინებს, ხოლო 332-ე მუხლი – თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზურაბ თაბაგარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას აღიარებს, რაც სკოლაში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება, მეორე ბრალდებას კი კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ თაბაგარი წინასწარ პატიმრობაშია.