პოლიტიკა
"რომ გადავრჩეთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უსაფრთხოების მინიმალური გარანტია. ეს ჩვენთვის სრულიად ნათელი საკითხია და ამაზე კამათს არავინ აპირებს. უფრო დიდი და უკეთესი ორგანიზაცია არ არსებობს. საკუთარი უსაფრთხოების მარტო უზრუნველყოფა კი არავის შეუძლია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს და ეს უკრაინასაც ეხება", - განაცხადა სააკაშვილმა.
"ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ, გადავრჩეთ და განვვითარდეთ – სულ ეს არის. რა თქმა უნდა, პატარა საქართველო თავს ვერავის დაესხმება, განსაკუთრებით – დიდ მეზობლებს, ეს უგუნურების მწვერვალი იქნებოდა", - აღნიშნა ინტერვიუში სააკაშვილმა.