უცხოეთი
ერდოღანმა ევროპა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეთიაიპ ერდოღანმა ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მისი თქმით, დასავლური ქვეყნები დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტიას" იარაღს აწვდიან.

 "დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა "ქურთისტანის მუშათა პარტია" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, იარაღი, რომელიც ამ დაჯგუფების წევრებისგან ამოვიღეთ, დასავლური წარმოებისაა"- განაცხადა ერდოღანმა.

 რეჯებ თაიიპ ერდოღანმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა.

 "ჩემთვის სულერთია, თუკი დიქტატორს მიწოდებენ. მომავალში, თუ ტერორისტი, რომელსაც დასავლეთი ეძებს, თურქეთში იქნება დაკავებული და მის ექსტადიციას მოგვთხოვენ, ისეთივე პასუხს გავცემთ, როგორიც ჩვენ მივიღეთ" - განაცხადა ერდოღანმა.

 შეგახსენებთ, ოფიციალური ანკარა აშშ-ისგან თურქი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას ითხოვს.

 15 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.