პუბლიკაციები
საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე: „პოლიტიკაში ყველაფერი შედარებითია და მოდით ვნახოთ პროცენტებში, თუ ვინ და როგორ გახდა წარსულში საქართველოს პრეზიდენტი. მაშ ასე, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში:
1990 წელი – ზვიად გამსახურდია – 87%;
1995 წელი – ედუარდ შევარდნაძე – 74%;
2004 წელი – მიხეილ სააკაშვილი – 96%.
სამივე მათგანმა თავისი ხმები მიიღო, რაც იმდროინდელ რეიტინგს ასახავდა და ვერავინ იტყვის, რომ მათ მიერ მიღებულ პროცენტებში ვინმეს წილი ან დამსახურებაა!
2013 წელი – გიორგი მარგველაშვილი – 62%.
აი, აქ კი, სულ სხვაგვარადაა საქმე და იქნებ ვინმემ დაუსვას ბ–ნ მარგველაშვილს კითხვა: რამდენ პროცენტს შეადგენს მისი პირადი რეიტინგი, წილი და დამსახურება ამ 62% – ში?!“