სამართალი
საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები: ა.ნ., ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).