სამართალი
საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2016 წლის 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი გ.ნ. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის დედას - ლ. ნ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.