საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ. პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან შემდეგი კანდიდატურები:
პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე
თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი სამხარაძე
1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე - გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი
2. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი
4. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე
5. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი
6. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი
7. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე
8. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი
9. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი
10. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე - დიმიტრი ცქიტიშვილი
11. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე
12. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია
13. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე
გრძელდება კონსულტაციები დარჩენილი 2 კომიტეტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.