საზოგადოება
შოთა კვირაიას მოსკოვიდან დღეს ჩამოასვენებენ

airzena2საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების ყოფილი მინისტრის, შოთა კვირაიას ცხედარს მოსკოვიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ.

ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა იყო.

შოთა კვირაიას ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის პოსტები ეკავა. ბოლო წლები ის მოსკოვში ცხოვრობდა. კვირაია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლისა და ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა.