საზოგადოება
გაუარესებული კლიმატური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-ე და 46-ე კილომეტრებზე მოძრაობა შეზღუდულია.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების, ასევე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწიანაღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მსგავსი შეზღუდვებია კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და გომბორის უღელტეხილზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით არ მომდინარეობს, რადგან თოვლს, ამ ეტაპზე გზის სრული პარალიზება არ გამოუწვევია.