საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.
ხიდი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალოს 4-ზოლიან პარამეტრებში 2 წელიწადზე ნაკლებ დროში აშენდება.
"მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმებას გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ერევანში ვიზიტისას, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ გაგიკ ბეგლარიანთან ერთად მოაწერა ხელი.
იმავე დღეს, პარასკევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა.