სამართალი
შსს-მ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავა

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების  ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: .., .. და .. დააკავეს.

 აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.