საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კვლავ ამტკიცებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება “თიბისი ბანკის” მიერ “რესპუბლიკა ბანკის” შეძენამ გამოიწვია და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია. ხადური აცხადებს, რომ უარყოფით მოლოდინებს ოპოზიცია ქმნის, თუმცა ამის რეალური მიზეზი არ არსებობს.
"მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, გაუმჯობესებულია, პირიქით. გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში. აზიის განვითარების ბანკიდან ჩამოირიცხება თანხები. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას. ცუდი მოლოდინების საფუძვლები არ არსებობს. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ იზარალონ", - განაცხადა ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში.