სამართალი
ილია ლეჟავა: სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე ქართველს სცემეს

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ქართველ მუშას ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 „ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23 ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.