აქტუალური
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. განათლების სამინისტრო სკოლებში წიგნების ელექტრონული ასლების გამოყენების შესაძლებლობაზე მუშაობს.
„უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობითი ალტერნატივა, ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ, თუ ოჯახს სურვილი აქვს, რომ ბავშვმა სახლში, ვთქვათ, ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში - ელექტრონული ასლებით, ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უნდა განიტვირთოს შუა კლასების სასწავლო პროგრამაც.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასეთი ცვლილებებით მოსწავლის სასკოლო ჩანთა კიდევ უფრო შემსუბუქდება.