საზოგადოება
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.45 ლარია. 1 ნოემბერს ოფიციალური კურსი 2.4089 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6810 ლარად იქნება შესაძლებელი.