სამართალი
ქართული ოცნება მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 “გვინდა, გამოვეხმაუროთერთიანი ნაციონალური მოძრაობისაღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს მარნეულშინაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.

 ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან”.