სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დ.. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ბუპრენორფინის შემცველი 150 აბი, 14 აბი მეტადონი და 0,4962 გრ მეტადონის ფხვნილი ამოიღეს. ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.