საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ დახატული 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება არამართებულია!“ –ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდა უნებურად ვუადვილებთ. არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბრძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.