საზოგადოება
საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ახალი მოადგილე - პროფესორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა.
გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ში დაამთავრა დოქტორანტურა და მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, წლების განმავლობაში ასწავლიდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი. სამკვირიანი მუშაობის შემდეგ მომზადდა 2017-2021 წლების სტრატეგიული განვითარების პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებას ითვალისწინებს.