სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა .. და .. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 24,8018 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 10 აბი MDMA ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2,3903 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება.