სამართალი
პრემიერი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ უსუფაშვილთან არ ითანამშრომლებს

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. იმ შეფასებების მერე, რომელიც დავით უსუფაშვილმა გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან გამიკვირდება თუ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა თანამშრომლობა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უსუფაშვილს “ქართულმა ოცნებამ” თანამშრომლობა შესთავაზოს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” არაადეკვატური, შეტევითი კამპანია დაიწყეს „ქართულ ოცნებაზე“.

 “პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ ერთადერთს ვიტყვი, დასანანია თუ როგორ განვითარდა პარტიის საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიაც, მათი რიტორიკაც. დასანანია ისიც, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომქართულ ოცნებასთანუნდა თანამშრომლობა”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 თუმცა, მისივე თქმით,  პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. პრემიერმა დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ “ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს”.