რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში მიემგზავრება - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღის ზეიმზე

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მოსკოვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიპატიჟებით ეწვევა, რომელიც ა.წ. 20 ნოემბერს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 საქართველოს საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება უფრო დეტალური ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაგეგმილ შეხვედრებზე რუსეთის დედაქალაქში. კერძოდ, ცნობილი გახდება, შეხვდება თუ არა პატრიარქი რუსეთის ქართულ დიაპორას.