პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს?

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. 2030.news-ის ინფორმაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკვე მიღებულია.

 კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. მის ასარჩევად კი 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

 „ქართული ოცნება“ პირველსავე სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს.

 ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს, იგი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-3 ნომერია.