საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთისათვის მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი ხელს უშლის საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებას

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეპუტატობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უარი არ უნდა თქვას რუსეთთან დიპლომატიურ კავშირზე. მისი აზრით, დადებითი შედეგის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება. ექსმინისტრმა ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 "რუსეთისათვის ჩვენ მიერ მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი, რომელიც სრულად ასახავს რეალობას, ყველა მხრიდან გვბლოკავს. ჩვენ არ შეგვიძლია მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომლებშიც მონაწილეობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფლად შედიან კონტაქტში ჩვენს ოკუპანტთან. ვიცით, რომ ომის გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით დიპლომატიურ გზაზე. ეს არ გახლავთ დათმობების გზა. ამ გზით ვერ ისარგებლებს ოპოზიცია, რათა პოლიტიკური სტატუსი აიმაღლოს. ამ გზის შესახებ მსჯელობა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით და ყველა პარტია სერიოზულად უნდა შეთანხმდეს ამ საკითხზე. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ეს არის მომზადება მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.