სამართალი
საქართველოს შს მინისტრი: ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიებით!

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჯიხაშკარსა და მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში ბრალდებულთა დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

 როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ჯიხაშკარსა და მარნეულში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუკავებიათ.

 „აქ არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადე მარნეულზე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც  ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე.  პოლიციელს ჩაუტარდა მძიმე ოპერაციაც, რა პოლიტიკურ მოტივზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში? ჯიხაშკარს რაც შეეხება, არის ორი პირი დაკავებული.  ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიებით, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.